ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია და აშშ ერთად იზრუნებენ მინსკის შეთანხმებებისთვის ახალი იმპულსების მისაცემად და უკრაინაში საბოლოო მშვიდობის მისაღწევად. მერკელის თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ყირიმისა და უკრაინის აღმოსავლეთის კონფლიქტის პრობლემა მოგვარდება. კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებები ამის საფუძველს იძლევა, მაგრამ ამ ეტაპზე შესამჩნევი პროგრესი არ არის მიღწეული.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს უკრაინის პრობლემის დარეგულირებაში მათი ძალისხმევის გამო.