ABC-ს ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ავტომობილიდან „ნოუთბუქი" მოიპარეს, რომელშიც ეროვნული უსაფრთხოების მასალები ინახებოდა. მოპარულ „ნოუთბუქში" ტრამ თაუერის სქემის ნახაზები, ჰილარი კლინტონის მიერ პირადი სერვერის გამოყენების გამოძიების მასალები და სხვა მონაცემები ინახებოდა.
ამერიკის ხელისუფლება მოპარული მოწყობილობის ძებნას განაგრძობს.