საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და დასძინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" აღნიშნული ინციდენტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
„საქართველოს ხელისუფლება, მავრობა არის ლოიალური, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას ვაშენებთ. ეს არავინ უნდა გამოიყენოს ბოროტად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს თავს დავუხრით, როდესაც ხელს აწევს ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე. ყველა იქნება მაქსიმალურად კანონით დასჯილი",- აღნიშნა კალაძემ.