„პრემიერმა განცხადება, რომელიც გააკეთა იყო დროული, მნიშვნელოვანი, რომელსაც შემდეგ შესაბამისი ქმედებები მოჰყვა",- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. კალაძემ ასევე სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გადადგომას აპირებდა.
„გიორგი კვირიკაშვილი არის ღირსეული პრემიერ-მინისტრი. ადამიანმა ეს დაამტკიცა თავისი ქმედებებით, მუშაობით, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი. ამიტომ, ეს მოარული ხმები, მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რომ პრემიერი მიდის, გადადგა, სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნა კალაძემ.