logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გიორგი კვირიკაშვილი ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანია
- +

18 მარტი. 2017. 00:15


 

„პრემიერმა განცხადება, რომელიც გააკეთა იყო დროული, მნიშვნელოვანი, რომელსაც შემდეგ შესაბამისი ქმედებები მოჰყვა",- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. კალაძემ ასევე სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გადადგომას აპირებდა.


„გიორგი კვირიკაშვილი არის ღირსეული პრემიერ-მინისტრი. ადამიანმა ეს დაამტკიცა თავისი ქმედებებით, მუშაობით, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი. ამიტომ, ეს მოარული ხმები, მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რომ პრემიერი მიდის, გადადგა, სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნა კალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner