logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა NATO-ს წევრი ქვეყნებისგან თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდა მოითხოვა
- +

18 მარტი. 2017. 00:46



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს სრულად უჭერს მხარს. ამასთან, ამერიკის ლიდერმა ალიანგსის წევრებისაგან ერთობლივი თავდაცვისათვის ბიუჯეტების გაზრდა მოითხოვა და ამ მოთხოვნას სამართლიანი უწოდა.


თავის მხრივ, ანგელა მერკელმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ მან დაადასტურა NATO-ს დიდი მნიშვნელობა. ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას მშპ-ის 2%-მდე. ასეთ ნიშნულს ალიანსის წევრებმა ნატოს 2024 წლის სამიტისთვის უნდა მიაღწიონ.


დღეის მონაცემებით, NATO-ს წევრი მხოლოდ 5 სახელმწიფო ხარჯავს თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ს. გერმანიის ხარჯები მშპ-ის 1,2%-ს შეადგენს, ხოლო აშშ ამ მიმართულებით მშპ-ის 3,6%-ს ხარჯავს.


წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა ალიანსსა და მასში შემავალი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯების სიმცირეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner