logo_geo
eng_logo
გალში ფოტოგრაფების სახლს ყუმბარმტყორცნები დაუშინეს
- +

18 მარტი. 2017. 00:50



საინფორმაციო სააგენტო „პირველის" ინფორმაციით, ოკუპირებულ ქალაქ გალში დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი ფოტოგრაფი ძმების სახლი დაწვეს.


ადგილობრივების ინფორმაციით, ძმები კვეკვესკირების სახლს წუხელ ღამით ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შემდეგაც სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


აფხაზურ ე.წ. მილიციას შემთვევასთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებია. ადგილობრივების თქმით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, პირადი შურისძიებაა.


რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ოკუპაცია მოახდნია და ისინი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner