logo_geo
eng_logo
„პროკურორივით რატომ მსჯელობთ?! - გვარამიას ხელი როგორ გეტყობათ!“
- +

18 მარტი. 2017. 01:25


 

„ხელისუფლებამ ღოღობერიძესთან ერთად სხვა ორგანიზატორები რატომ არ დაკითხა? 5 დღის განმავლობაში რატომ არ არიან დაკავებულები ის ადამიანები ვინც იყვნენ ორგანიზატორები, რომლებმაც მიიტანეს იქ მოლოტოვის კოქტეილები. თუ მოლოტოვის კოქტეილი მიგაქვს ე.ი ორგანიზებას უკეთებ აქციას. სხვანაირად მოლოტოვის კოქტეილები ასე არ ჩნდება", - ამ კითხვით მიმართა „განსხვავებული აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც დეპუტატმა უპასუხა რომ აუცილებლად დაისჯებიან აქციის ორგანიზატორები.


ზაქარია ქუცნაშვილი: არა ორგანიზება კიდევ სხვა რამეს ნიშნავს, აღმსრულებლობა სხვა რაღაცაა.


ეკა კვესიტაძე: რატომ არ არის ის ადამიანები დასჯილები, დაკავებულები, იდენტიფიცირებულები, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, მანქანები დაწვეს და ძალადობდნენ ქუჩებში.


ზაქარია ქუცნაშვილი: დაისჯებიან ყველა, ეკა. ვისაც დაუდასტურდება სასამართლოზე. გეჩქარებათ ხალხის დასჯა?


ეკა კვესიტაძე: ჩვენ გვეჩქარება დამნაშავეების გამოვლენა.


ზაქარია ქუცნაშვილი: ხო და აბა რა გინდათ? დაისჯებიან, დამშვიდდით. ჩვენ არავის არ ვიჭერთ არც სოლიდარობისთვის არც ვერბალური მხარდაჭერისთვის, არც წაქეზებისთვის.


ეკა კვესიტაძე: ვსაუბრობთ ჩვენ დამწვარ მანქანებზე, დაშავებულ ხალხზე. აფეთქებულ მოლოტოვის კოქტეილებზე. მე მაქვს კითხვა რატომ არ არიან დაკავებულები?


ზაქარია ქუცნაშვილი: რატომ არ არიან დაკავებულები ხომ მაგას კითხლობთ? ჰო და გპასუხობთ - დაისჯებიან.


 ეკა კვესიტაძე: ხო და როდის? რას ნიშნავს დაისჯებიან?


ზაქარია ქუცნაშვილი: არა ეკას და ზაქარიას რეცეპტით, არამედ დაისჯებიან სასამართლოს ვერდიქტით. მისაღებია პასუხი?


ეკა კვესიტაძე: არა.


ზაქარია ქუცნაშვილი: თუ ზაქარიას და ეკას რეცეპტით უნდა დაისაჯონ?


ეკა კვესიტაძე: არა მე როგორც მოქალაქეს მაინტერესებს შსს-მ რატომ არ მოახდინა ამ პირების იდენტიფიცირება. დამნაშავეების დასჯა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე.


ზაქარია ქუცნაშვილი: მაშინ დაისჯებიან როცა მოხდება იდენტიფიკაცია, მტკიცებულებების შეგროვება, პასუხისგებაში მიცემა...


ეკა კვესიტაძე: პირდაპირ ეთერში ხდებოდა. უამრავი კამერა იყო ბატონო ზაქარია.


ზაქარია ქუცნაშვილი: მიზანი ის არის თქვენი რომ ყველა სწრაფად დაისაჯოს? მაგაზე დამშვიდდი დაისჯებიან.


ეკა კვესიტაძე: 250 ლარი, ეს არის ის მაქსიმუმი, რაც ჯერ-ჯერობით დაკავებულ პირებს შეუფარდეს.


ზაქარია ქუცნაშვილი: რატომ გამოგაქვთ ასე, პროკურორივით რატომ მსჯელობთ, მე გითხარით დაანებეთ ამ პროკურორობას თავი, ჟურნალისტი ხართ თქვენ. გვარამიას ხელი როგორ ყველას გეტყობათ სუყველა პროკურორობთ. რატომ უნდა დავიჭიროთ, იქნებ ამ 600 კაცში ამან მხოლოდ იხულიგნა?


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner