logo_geo
eng_logo
მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობის თემაზე ადგილობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა
- +

18 მარტი. 2017. 10:42


 

მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს"  ფარგლებში, ოჯახში ძალადობის თემაზე ადგილობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიებას მცხეთის რაიონული პროკურორი გიორგი ცერცვაძე და მისი მოადგილე არჩილ ბედუკაძე, შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის   და მერიის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა   სხდომის მონაწილეებს ოჯახში ძალადობის თემაზე საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო, გაიმართა მსჯელობა აღნიშნული დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე და ამ მიმართულებით გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებზე. საუბარი შეეხო დანაშაულის პრევენციის მიზნით საზოგადოების მხრიდან მეტი ჩართულობის მნიშვნელობას  და   მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების  ხელშესაწყობად შესაბამისი  ღონისძიებები დაიგეგმა.


სხდომის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია  პროექტ „ადგილობრივი საბჭოს" მიზნებისა და ფუნქციების  შესახებ. 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner