logo_geo
eng_logo
რეჯეფ ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, ხუთი შვილი იყოლიონ, რათა გამრავლდნენ და „ევროპის მომავალი“ იყვნენ
- +

18 მარტი. 2017. 11:14



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ აი ერდოღანმა ქალაქ ესქიშეჰირში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ევროპაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, ხუთი შვილი იყოლიონ, რათა გამრავლდნენ და „ევროპის მომავალი" იყვნენ.


ჩემს მოქალაქეებს, ევროპაში მცხოვრებ ძმებსა და დებს მოვუწოდებ, არათუ სამი, არამედ ხუთი შვილი იყოლიეთ. ადგილი, სადაც თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ, ახლა თქვენი სამშობლოა. მოითხოვეთ თქვენი უფლებები. გახსენით უფრო მეტი ბიზნესი, თქვენი შვილები საუკეთესო სკოლებში გაუშვით, იცხოვრეთ საუკეთესო უბნებში, ატარეთ საუკეთესო მანქანები, იცხოვრეთ ყველაზე ლამაზ სახლებში და რაც მთავარია, იყოლიეთ ხუთი შვილი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თქვენ ევროპის მომავალი ხართ. ეს იქნება საუკეთესო პასუხი იმ ანტაგონიზმზე და უსამართლობაზე, რომელსაც თქვენ უპირისპირდებით", - განაცხადა ერდოღანმა.


თურქეთის ლიდერი ასევე შეეხო ევროკავშირის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, დამსაქმებლებს შეუძლიათ აუკრძალონ დასაქმებულებს რელიგიური ნიშნების, მათ შორის მუსლიმური თავსაბურავის ტარება.


ისინი თავსაფარის ტარებას კრძალავენ. ჩვენ ეს უკვე მოგვბეზრდა. სად არის აღმსარებლობის, სინდისის თავისუფლება?
თურქეთისადმი მზარდი ანტაგონიზმის რეალური მიზეზი ის არის, რომ ევროპაში დისკომფორტს გრძნობენ იმის გამო, რომ თურქეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა თავისი ეკონომიკით და თავისი ადგილით საერთაშორისო ურთიერთობებში.
თურქეთი, რომელზეც ევროპელები ოცნებობენ, ეს ის თურქეთია, რომლის მიმართაც შეუძლიათ ბრძანებები გასცენ. მათ არ აქვთ დისკომფორტი იმ თურქების მიმართ, რომლებიც მუშად მუშაობს ქარხანაში, მაგრამ ვერ იტანენ ნებისმიერ თურქს, ვინც ქარხნის მესაკუთრეა, ინჟინერი ან მენეჯერი", - განაცხადა რეჯეფ აი ერდოღანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner