პოპულარული ბრიტანელი შოუმენის, ჯემის კორდონის შოუს ჯენიფერ ლოპესი სტუმრობდა. Carpool Karaoke- ასე ჰქვია შოუს ერთ-ერთ ნაწილს, სადაც ცნობილი მომღერლები ჯეიმსთან ერთად სხვადასხვა, მათ შორის, საკუთარ ჰიტებს ასრულებენ. ჯეიმსი ჯენიფერის ტელეფონით დაინტერესდა და ჰკითხა, თუ ვისი ნომრები ჰქონდა მომღერალს. ბოლოს კი წამყვანმა ლოპესს ტელეფონი გამოართვა და ლეონარდო დიკაპრიოს ტექსტი გაუგზავნა: "ჰეი, საყვარელო, რაღაც მინდა, რომ ყველაფერს მოვწყდე. რას შემომთავაზებდი? მომწერე. j.lo". ჯენიფერმა ჯეიმსი გააფრთხილა, რომ ამ მესიჯს არ გააგზავნინებდა, მაგრამ გვიანი იყო, ვინაიდან კორდონს ტექსტი უკვე გაგზავნილი ჰქონდა. რამდენიმე წუთში ლეოს პასუხიც მოვიდა...