logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
- +

18 მარტი. 2017. 11:31



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.


გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მოახდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, დიდი ოდენობით სიგარეტის „DUBAO"-ს აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე.


საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner