logo_geo
eng_logo
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა
- +

18 მარტი. 2017. 11:44


 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, თბილისში ახალი სასაწყობე შენობა - ანგარი გახსნა.


შენობა 981 კვ.მ ფართზეა განთავსებული. იგი სრულად აკმაყოფილებს ტვირთის მიღებისა და დასაწყობების თანამედროვე სტანდარტებს.


მერაბ მალანიამ და ზვიად ქაწაშვილმა თბილისის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის სახანძრო სამსახურის მიერ საჩუქრად გამოგზავნილი სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა გადასცეს. მეხანძრე-მაშველებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, ყოველდღიური ახალი სამუშაო ფორმები დაურიგდათ.


გასულ წელს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სასაწყობე შენობა ქუთაისშიც გახსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებულ ყველა დანაყოფს ამარაგებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner