logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი „ჰეზბოლასთვის“ განკუთვნილ შეიარაღებულ კოლონებზე იერიშს განაგრძობს
- +

18 მარტი. 2017. 12:32


 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი განაგრძობს ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლასთვის" განკუთვნილ შეიარაღებულ კოლონებზე იერიშს.


ჩვენი პოლიტიკა ძალიან თანმიმდევრულია. როდესაც ჩვენ გამოვავლენთჰეზბოლასთვის" შეიარაღების გადაცემის მცდელობებს და როდესაც ჩვენ გაგვაჩნია სადაზვერვო ინფორმაცია და ოპერატიული შესაძლებლობები, ჩვენ ამას აღვკვეთავთ. ჩვენ ასე ვიქცეოდით და ასე მოვიქცევით მომავალშიც. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს. ვიმეორებ, ყველამ", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსეთში ისრაელის ელჩი გარი კორენი გამოიძახეს, რათა განმარტებები მიეცა პარასკევს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებთან დაკავშირებით.


გუშინ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში სამხედრო ობიექტებზე იერიში განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან სირიის არმიამ ცეცხლი გაუხსნა ისრაელის ავიაციას, თუმცა ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოახერხეს რაკეტების განეიტრალება.


სირიის არმიის განცხადებით, სირიის სამხედრო ძალებმა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.


ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა რეაგირება მოახდინეს და ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ასევე დავაზიანეთ კიდევ ერთი თვითმფრინავი, დანარჩენმა თვითმფრინავებმა სირიის საჰაერო სივრცე დატოვეს", - ნათქვამია სირიის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner