logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
- +

18 მარტი. 2017. 13:07


 


ვაკის რაიონში,  დაბა წყნეთში, ამილახვარის და კოსტავას ქუჩების კვეთაზე,  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"   მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.


ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 18 მარტის  11:30-დან   22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:


დაბა წყნეთში:


ამილახვარის, საირმის, ჩოლოყაშვილის, იაშვილის, ჭიაურელის, გოგებაშვილის   და მიმდებარე ქუჩებს.



წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner