პარიზის აეროპორტ „ორლიში" უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა. სამხედროებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს.
მამაკაცი შეეცადა, ერთ-ერთი სამხედროსთვის იარაღი წაერთმია, რომელიც, ოპერაცია Sentinelle-ის ფარგლებში, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს.
ამჟამად პარიზის აეროპორტის ტერმინალი Orly Sud ევაკუირებულია. ადგილზე პოლიციის ძალებია მობილიზებული, რათა დარწმუნდნენ, რომ თავდამსხმელს თანამზრახველი არ ჰყავს.