logo_geo
eng_logo
პარიზის აეროპორტში უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა
- +

18 მარტი. 2017. 13:11



პარიზის აეროპორტ „ორლიში" უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა. სამხედროებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს.


მამაკაცი შეეცადა, ერთ-ერთი სამხედროსთვის იარაღი წაერთმია, რომელიც, ოპერაცია Sentinelle-ის ფარგლებში, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს.


ამჟამად პარიზის აეროპორტის ტერმინალი Orly Sud ევაკუირებულია. ადგილზე პოლიციის ძალებია მობილიზებული, რათა დარწმუნდნენ, რომ თავდამსხმელს თანამზრახველი არ ჰყავს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner