აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მათ ერთი რამ აქვთ საერთო, ორივეს წინა ადმინისტრაცია უსმენდა.
„რაც შეეხება სატელეფონო საუბრების მოსმენებს, ჩვენ ერთი რამ საერთო გვაქვს, ორივეს წინა ადმინისტრაცია გვისმენდა", - მიმართა დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღნიშნული რემარკა 2013 წლის ამბებს ეხება, როდესაც გასაჯაროვდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრებს უსმენდა.