logo_geo
eng_logo
თურქეთის საგარეო უწყება: ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის ნორმების ღია დარღვევაა
- +

18 მარტი. 2017. 14:46



თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიის მესამე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.


ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის ნორმების ღია დარღვევაა. თურქეთი კვლავ აცხადებს, რომ 2014 წლის 16 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე განხორციელდა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია", - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყებაში.


მათივე განცხადებით, თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებს.


ანკარა ყურადღებით აკვირდება ყირიმში არსებულ პროცესებს და განაგრძობს ყირიმელი თათრების უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობენ ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე", - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner