logo_geo
eng_logo
დილით პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა
- +

18 მარტი. 2017. 16:34



პარიზში „ორლის" აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნასთან.


გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც მან პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა, ხოლო „ორლის" აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა - დილის 8:30 საათზე.


ტელეარხის ინფორმაციით, პოლიციისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ მამაკაცმა სხვა მანქანა გაიტაცა, რომელიც მოგვიანებით აეროპორტის პარკირების სივრცეში აღმოაჩინეს. ავტომობილში პოლიციელებმა სისხლიანი პერანგი და დოკუმენტები აღმოაჩინეს.


დღეს პარიზის აეროპორტ „ორლიში" უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა. სამხედროებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს.


გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეეცადა, ერთ-ერთი სამხედროსთვის იარაღი წაერთმია, რომელიც, ოპერაცია Sentinelle-ის ფარგლებში, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს.


ამჟამად პარიზის აეროპორტიდან 3000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner