logo_geo
eng_logo
საფრანგეთის შს მინისტრმა დაადასტურა, რომ პარიზში პოლიციელზე და აეროპორტში სამხედროზე თავდასხმა ერთმა და იმავე პირმა ჩაიდინა
- +

18 მარტი. 2017. 16:38



საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო ლე რუმ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარიზში პოლიციელისთვის ცეცხლის გახსნისა და „ორლის" აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმის უკან ერთი და იგივე პირი დგას.


ბრუნო ლე რუს თქმით, ამ ორი ინციდენტის ერთმანეთთან დაკავშირება შეიძლება. მან ასევე აღნიშნა, რომ დაჭრილი პოლიციელი ჰოსპიტალიზირებულია.


დღეს, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც მან პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 07.00 საათზე მოხდა, ხოლო „ორლის" აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა - დილის 08:30 საათზე.


პოლიციისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ მამაკაცმა სხვა მანქანა გაიტაცა, რომელიც მოგვიანებით აეროპორტის პარკირების სივრცეში აღმოაჩინეს. ავტომობილში პოლიციელებმა სისხლიანი პერანგი და დოკუმენტები აღმოაჩინეს.


დღეს პარიზის აეროპორტ „ორლიში" უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა. სამხედროებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს.


მამაკაცი შეეცადა, ერთ-ერთი სამხედროსთვის იარაღი წაერთმია, რომელიც, ოპერაცია Sentinelle-ის ფარგლებში, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner