პარიზში პოლიციელზე და „ორლის" აეროპორტში სამხედროზე თავდამსხმელის ოჯახის 2 წევრი - მამა და ძმა საფრანგეთის პოლიციამ ჩვენების მიცემის მიზნით დააკავა.
სამართალდამცველები თავდასხმის მოტივებს იძიებენ.
დღეს, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც მან სამართალდამცავს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 07.00 საათზე მოხდა. ამ შემთხვევის შემდეგ,08:30 საათზე, „ორლის" აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა მოხდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს.