logo_geo
eng_logo
NATO-ს ჯარები ესტონეთში შევიდნენ
- +

18 მარტი. 2017. 17:45


 


ესტონეთში 120 ბრიტანელი ჯარისკაცი და ოფიცერი ჩავიდა. ეს არის NATO-ს ჯარების პირველი ერთიანი დანაყოფი, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსეთის აგრესიის შესაკავებლად შეიქმნა.


აპრილში ესტონეთში ბრიტანული კონტინგენტის ძირითადი ნაწილი ჩავა. ბრიტანელთა შემადგენლობა ესტონეთში 800 სამხედრო მოსამსახურემდე გაიზრდება.


ბრიტანულ ქვედანაყოფთან ერთად, ესტონეთში ფრანგული არმიის ნაწილიც იქნება დისლოცირებული, მომდევნო წლიდან კი დანიის სამხედრო მოსამსახურეებიც. გარდა ამისა, 150 ბრიტანელი როტაციული წესით პოლონეთშიც იმსახურებს საერთაშორისო კონტინგენტის ნაწილებთან ერთად.


რუსეთი თავის სამხედრო ძალებს აძლიერებს აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. რუსეთი ჩართულია ასევე უკრაინაში მიმდინარე ომში. ქვეყანა პოზიციების გაძლიერებას ცდილობს ბალკანეთის მიმართულებითაც და ცდილობს NATO-ს პოზიციები შეასუსტოს. საპასუხოდ, NATO-ს ამერიკელების სამხედრო შენაერთები და სამხედრო ტექნიკა განთავსდება NATO-ს წევრ ქვეყნებში რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში.


ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარი პოლონეთში და ლიტვაშიც შევიდა.


სამხედრო ტექნიკის აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნის მიზანია, შეერთებული შტატების მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ მხარში უდგანან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის ფონზე.


რუსეთი გმობს NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას, როგორც დასავლეთის „აგრესიულ" გააქტიურებას აღმოსავლეთ ევროპაში. NATO კი აცხადებს, რომ მისი ნაბიჯები მხოლოდ თავდაცვას ემსახურება.


ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ში 2004 წელს გაწევრიანდნენ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner