logo_geo
eng_logo
ნიკა კაცია: „მერსი“ არის მაყურებლის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი!
- +

30 მარტი. 2016. 17:08

 

 

ჟურნალისტი ნიკა კაცია საკუთარ Facebook-გვერდზე წერს სტატიას, სადაც მერსი სულხანიშვილზე საუბრობს. მისი თქმით, მერსი სულხანიშვილი ზრდილობას არ ექვემდებარება, უმართავია, ზნეობასთანაც არ უმეგობრია და ვერასდროს გახდება მერილ სტრიპი.




ბოდიში, გამოდის რომ პოსტს მერსის ვუძღვნი, ასე გაიგებს თავად, მაგრამ უნდა დავწერო! „მერსი" არის საზოგადოებაზე თავდასხმა და მაყურებლის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი! „ჟურნალისტი", სახელდობრ მერსი სულხანიშვილი ამბობს: - „მე, თქვენი, არაერთი პარლამენტის სესიაზე" - „სარჩევნოდ პოლიტიკური წელი მოდის" დანარჩენს აღარ ჩამოვწერ, რამდენიმე წუთი დავუთმე და საკმარისია! დიახ! ეს გოგო, არკვევს ვის აქვს წაკითხული ჯოვანი ბოკაჩოსდეკამერონი". შეგახსენებთ, ეს, ის გოგოა, ჯერ მოდის სახლების სახელით რომ გვიკითხავდა მორალს და როცა მიხვდა, საკუთარი გადაცემით, მეტყველებითა და ესთეტიკით გზას ვერ გაიკაფავდა, ყველაფერი იკადრა, უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილიდაპირისპირებების" ჩათვლით. მეტს იკადრებს და იცით რატომ? იმიტომ, რომ წაახალისეთ! იმიტომ, რომ პროვოკაციულია განზრახვა, როცა ამ გოგოს, ეთერში იწვევთ! რატომ? იმიტომ, რომ იცით, ზრდილობას არ ექვემდებარება, უმართავია, ზნეობასთანაც არ უმეგობრია და ვერასდროს გახდება მერილ სტრიპი, მაგრამ მის მიერ, ეთერში ნათქვამ სისულელეებს YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოს დააწერთ, სოციალურ ქსელში დაწერთ და ბოლოსდაწერთ რეიტინგს", რომელიც საპნის ბუშტივით გასკდება!

 

 ისე, ტელევიზიამ იმ მაყურებელზეც უნდა იზრუნოს, რომელიც მსგავსი, უსიმპატიო, უსიამოვნო შესახედი ადამიანების გამო სხვა არხზე გადართავს... ისე, მან, ერთ-ერთ სამსახურში, სადაც კარგად მიცნობენ, დარეკა და დაუყოვნებლივ ჩემი გაგდება მოითხოვა იმიტომ, რომ გავაკრიტიკე - დავწერემერსი სულხანიშვილის გაკეთებული შოუ ". როგორც თავად აღნიშნა, ჩემი პოსტის შესახებ, ერთ-ერთი შოუს სახემ უთხრა. დიახ, მეტი საქმე არ ჰქონდა დაცეცხლზე ნავთი დაუსხა". მისი პიროვნული თვისებების შესახებ არაფერი ვიცი. თუმცა, ფაქტია, რაც დღემდე იკადრა, არ მაძლევს შანსს ვიფიქრო, რომ ყველაფერს მხოლოდრეიტინგისთვის აკეთებს.

 

ვწერ იმიტომ, რომ არ შეიძლება მსგავსი ადამიანების წახალისება და მათი მიწვევა! არც ის შეიძლება, სტუდიის მიღმა რომ იცინით, მაგრამ მერე ბს უწერთ სოციალური ქსელის კედელზე! თან, რამდენი ადამიანი ვიცი, რომელსაც მნიშვნელოვან თემაზე ღია ეთერში საუბარი ერიდება და როცა ამაზე ვფიქრობ, უფრო ვბრაზდები! უფრო მოკლედ, წელგამართული ვარ და ზუსტად ვიცი, დავწერე ის, რაშიც აბსოლუტურად მართალი ვარ! არა, გადაცემაში ორი პოლიტიკოსი და ერთიჟურნალისტი, მერსი", რატომ?! ხო, მერე, როგორც თვითონ თქვაარაერთი პარლამენტის სესიაზე" ტრიბუნასთან დგომაც მოუნდება და ეს პოსტი გაიხსენეთ! ობიექტურობისთვის - მერსიც უნდა მუშაობდეს, მაგრამ მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, როგორც პუტინი, ისე სულხანიშვილი, არ შეიძლება ჩანდეს ეკრანზე! სასწაულია - იმისთვის, რომ გოგო მუდმივად ეთერში იყოს, ტელევიზიები, მერსი სულხანიშვილის დაკრულზე ცეკვავენ! გული მწყდება!

 p.s. მერსი სულხანიშვილიარის საზოგადოებაზე თავდასხმა! ეს არის მაყურებლის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი!", - წრს კაცია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner