თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საკრებულოს ოპოზიცია შოუს დადგმას ცდილობს და მათ ამის საშუალებას არ მისცემს.
„მე არ უგულებელვყოფ საკრებულოს, საკრებულოსადმი ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა არაერთხელ გამომიხატავს. მივსულვარ საკრებულოში წლიური ანგარიშით და გასულ წელს რიგგარეშე სხდომაზეც 2ჯერ ვიყავი. წელსაც, აპრილის თვეში ვაპირებ წარვსდგე ანგარიშით საკრებულოს წინაშე, ამის პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ, უმცირესობას სხვა რამ ამოძრავებს და ამ სხვა რაღაცის რეალიზაციაში ხელი არ შევუწყვე. მათი გეგმები შოუს მოწყობასთან დაკავშირებით არის ჩაშლილი და რა გზას და რა ხერხებს მიმართონ, უკვე აღარ იციან. სთხოვეს 2 საერთაშორისო ორგანიზაციას. მათ ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია და მივაწვდით კიდევ, თუ ვინმეს რამე დააინტერესებს. ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.