logo_geo
eng_logo
9 აპრილის მემორიალიდან კაცი მამაოს ხათრით ჩამოვიდა
- +

18 მარტი. 2017. 21:05



დღეს შუახნის კაცი 9 აპრილის მემორიალზე ავიდა და ფსიქოლოგების და ექიმების მისვლას ითხოვდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. როგორც გაირკვა, ის ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანას აპროტესტებდა. მას თან ცივი იარაღი ჰქონდა. პოლიციელები ცდილობდნენ მის დაარწმუნებას, რომ მემორიალიდან ჩამოსულიყო.


შუახნის კაცი, მამაოს თხოვნით 9 აპრილის მემორიალიდან ჩამოვიდა. ადგილზე ქაშუეთის ეკლესიიდან მიიყვანეს მამა დავითი, რათა ის დაერწმუნებინა. ახლა მას პოლიციაში წაიყვანენ და ხელწერილს დააწერინებენ.


მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner