მუსიკოსი ბერა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას, თითქოს მისი მოთხოვნით 9 პოლიციელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:
„მოგესალმებით ყველას. მინდა, პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს მხოლოდ ერთი კატეგორიის ხალხი კადრულობს... მომხდართან არც მე და არცერთ ჩემს ახლობელს არანაირი კავშირი არ გვაქვს. მუდამ თქვენი ბერა", - წერს ბერა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის" წევრები ბერა ივანიშვილს პოლიციელების ღირსების შელახვაში ადანაშაულებენ.