logo_geo
eng_logo
ბერა ივანიშვილი: მინდა, პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს...
- +

18 მარტი. 2017. 22:23



მუსიკოსი ბერა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას, თითქოს მისი მოთხოვნით 9 პოლიციელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:


„მოგესალმებით ყველას. მინდა, პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს მხოლოდ ერთი კატეგორიის ხალხი კადრულობს... მომხდართან არც მე და არცერთ ჩემს ახლობელს არანაირი კავშირი არ გვაქვს. მუდამ თქვენი ბერა", - წერს ბერა ივანიშვილი.


შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის" წევრები ბერა ივანიშვილს პოლიციელების ღირსების შელახვაში ადანაშაულებენ.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner