logo_geo
eng_logo
პარიზის აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს
- +

19 მარტი. 2017. 02:36



პარიზის აეროპორტში სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.


დაკავაბულები არიან თავდამსხმელის მამა, ძმა და ბიძაშვილი, რომელიც პოლიციაში თავისი ნებით გამოცხადდა.


შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, პარიზის ჩრდილოეთით პოლიციამ შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა, რომლის მძღოლმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, ერთ-ერთი დაჭრა და მიიმალა. ამის შემდეგ ის პარიზის ორლის აეროპორტში მივიდა, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს თავს დაესხა, შეეცადა მათთვის იარაღი წაერთმია, რა დროსაც მოკლეს. 


გამოძიებამ მისი იდენტიფიცირება მოახდინა - ის 39 წლის ზიედ ბენ ბელგასემია. ინციდენტების გამოძიებას ანტიტერორისტული პროკურატურა აწარმოებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner