დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
ჯვართაყვანისცემასთან დაკავშირებით, დღეს წირვის დროს საკურთხევლიდან სასულიერო პირები ყვავილებით შემკულ ჯვარს გამოაბრძანებენ, რომლის ტაძარში დაბრძანების შემდეგ მრევლი სამჯერ მეტანიას ასრულდებს.
პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა და ძალით მშვიდობით მოხდეს მარხვის დასრულება.