logo_geo
eng_logo
ქურდობის ბრალდებით მოსამართლე გიორგი ებანოიძის ყოფილი მეუღლე დააკავეს
- +

30 მარტი. 2016. 17:33



სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით 33 წლის ქალბატონი დააკავეს. ა.ი-ს მეგობრისგან 30 ათასი ლარის ღირებულების ძვირფასეულობის მოპარვა ედება ბრალად.

დაზარალებულის ახლობლის ცნობით, ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, გიორგი ებანოიძის მეუღლეა.



„პრაიმტაიმმა" ინფორმაცია მოსამართლე ებანოიძესთან გადაამოწმა. ის დაკავების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ამბობს, რომ ა.ი-თან ოფიციალურ ქორწინებაში აღარ იმყოფება.



მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ჩემთვისაც ცნობილია. მინდა გითხრათ, რომ ოფიციალურად ის ჩემი მეუღლე აღარ არის. გვყავს საერთო შვილები, მაგრამ უკვე დავშორდით", - ამბობს გიორგი ებანოიძე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner