logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მედიასთან კომუნიკაციას საკუთარ პრიორიტეტად არ მიიჩნევს
- +

19 მარტი. 2017. 14:00



ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მედიასთან კომუნიკაციას საკუთარ პრიორიტეტად არ მიიჩნევს.


„იმ ადამიანებს არ განვეკუთვნები, ვისთანაც მედიას ფართო წვდომა აქვს. პირადად მე მედიასთან მსგავსი კონტაქტი არ მჭირდება. მესმის, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი მუშაობის მიმდინარეობის შესახებ ვყვებოდეთ, თუმცა, ჩემი აზრით, ამას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა გარკვეული შედგები უკვე მიღწეულია", - განაცხადა რექს ტილერსონმა. 


სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას წინ დიდი სამუშაო ელის. რექს ტილერსონი მიიჩნევს, რომ როდესაც ის მზად იქნება მიზნებზე სასაუბროდ, მაშინ გავა მედიასთან კონტაქტზე, იქამდე კი არ სურს, მედიისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ხელმისაწვდომი იყოს.


შეგახსენებთ, რომ მედიასთან ურთიერთობის საკითხი თეთრ სახლში მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ტურნეში გამგზავრებულმა ტილერსონმა საკუთარი თვითმფრინავით სახელმწიფო დეპარტამენტში აკრედიტებული რეპორტიორების წაყვანაზე უარი განაცხადა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner