logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთ კორეაში რაკეტის ახალი მძლავრი ძრავა გამოსცადეს
- +

19 მარტი. 2017. 14:02



ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ფხიონან-პუქტოს პროვინციაში მდებარე სოჰეს პოლიგონზე რაკეტის ახალი მძლავრა გამოსცადეს.


კიმ ჩენ ინის თქმით, რაკეტის ახალი ძრავის წყალობით ფხენიანი მსოფლიო დონის თანამგზავრების გაშვებას შეძლებს.


მიმდინარე კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩრდილოეთ კორეის ერთადერთ ეკონომიკურ პარტნიორს, ჩინეთს, ეწვია, სადაც მხარეები მივიდნენ ერთობლივ დასკვნამდე, აიძულონ ფხენიანი შეაჩეროს საკუთარი სარაკეტო და ბირთვული პროგრამა.


პარასკევს სამხრეთ კორეაში ვიზიტისას, ტილერსონმა ხელისუფლება დაარწმუნა, რომ ვაშინგტონი ოფიციალური ფხენიანისგან მომავალი საფრთხის საპასუხო რეაქციისთვის მზად არის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner