logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დღეს კიდევ ერთი დიდებული კაცით გაღარიბდა თბილისი! ნაღდი თბილისი!
- +

19 მარტი. 2017. 14:46


 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე გია ჭირაქაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

 

„გამაოგნებელი ზარი: ორიოდე საათის წინ გია ჭირაქაძე გარდაიცვალა!

 

ზუსტად 6 თვის წინ შედგა მისი საიუბილეო საღამო! ვარსკვლავი გაიხსნა მაშინ.

 

იმდენად ორიგინალური იყო მოსაწვევი ბარათი, რომ დღემდე სამუშაო მაგიდაზე მიდევს და ერთი-ორჯერ, შეხმიანებისას, ვეხუმრებოდი კიდეც: ალბათ, ამ მეგობრული შარჟით დამამახსოვრდები უფრო-თქო.

 

იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რაც მაშინ დავწერე...

 

ერთადერთს დავამატებ: უამრავ ადამიანთან ერთად მეც ძალიან, ძალიან მეტკინა გული! მეტისმეტად!

 

კიდევ ერთი დიდებული კაცით (!!!!) გაღარიბდა და დაცარიელდა თბილისი! ნაღდი თბილისი! ნაღდ ქალაქელთა საკრებულოს მოაკლდა ჭეშმარიტად კოლორიტი პიროვნება!

 

პირველად გამიტეხა სიტყვა და ვერ შემისრულა თხოვნა, როცა საიუბილეო წერილის ბოლო სტრიქონში შევძახე: იდღეგრძელოს გია ჭირაქაძემ!

 

მშვიდობით!

 

იყავ ნათელში!" - წერს ნუგზარ ფოფხაძე.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner