logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს
- +

19 მარტი. 2017. 15:41



დიღმის მასივის მე-3 კვარტალში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იცვლება ამორტიზებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია რკინის კონსტრუქციით იღობება, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით იცვლება.


რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე, სკვერებში. დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-11, მე-12 და მე-17 კორპუსებთან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ტერიტორია სრულად ახლდება და რეაბილიტაციის შემდგომ ახალი სანაგვე ურნები, სკამები და საბავშვო ატრაქციონები განთავსდება.


საგზაო სამუშაოები ბელიაშვილის N40-ში მიმდინარეობს, სადაც დევნილთა კომპაქტური დასახლებაა. აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, ამ ეტაპზე ასფალტის ახალი საფარი იგება.


მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა, პარლამენტის დიღმის მაჟორიტარ დეპუტატ ილია წულაიასთან ერთად, დაათვალიერა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner