ანსამბლ „ქართული ხმების" დამფუძვნებელი და წევრი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ყოფილი ტელეწამყვანი გია ჭირაქაძე დღეს გულის შეტევით გარდაიცვალა.
გია ჭირაქაძე 1937 წლის 21 სექტემბერს დაიბადა. იგი წლების განმავლობაში იყო ანსამბლ „ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ „დიელოს" წევრი. 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში.
მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.