logo_geo
eng_logo
პერუში წყალდიდობას 72 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

19 მარტი. 2017. 17:37



წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას პერუში 72 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 800-ზე მეტმა ქალაქმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


პერუს დედაქალაქ ლიმას წყალი ორშაბათის შემდეგ არ მიეწოდება, სისტემა კი აღდგენას ახლა იწყებს. მოსახლეობის დახმარებას პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შეიარაღებული ძალებიც ცდილობენ.


ხელისუფლების განმარტებით, საკვები პროდუქტის უკმარისობის გამო მიმდინარე კვირის განმავლობაში ფასებმა საშუალოდ 5%-ით მოიმატა.


პერუში ამ დროისთვის აღარ წვიმს, თუმცა სინოპტიკოსები მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში არამდგრად ამინდს ვარაუდობენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner