ვლადიმირ პუტინს ყირიმის საკითხი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და ყირიმის მიერთების გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
„მას „ყირიმის ისტორია" თავის პირად კონტროლზე ჰყავდა და ახლაც ჰყავს აყვანილი. დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ და კიდევ მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცა და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მან მიიღო. ასევე, აიღებდა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აიღო", - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 18 მარტს ყირიმში ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდა, რომლშიც მოსახლეობის 95%-მა მხარი რუსეთთან შეერთებას დაუჭირა.