ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში ბათუმის მოვლენებს შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ისე როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა და რა გადახრილად უნდა გქონდეს ტვინი მოწყობილი, „რევოლუციურ სცენარში" სიტყვა „თათრები" შეიტანო, ადგილობრივი მოსახლეობის გასამწარებლად...", - წერს თოფურია.