NATO-ს ოპერაციის „გადამწყვეტი მხარდაჭერის" შტაბის twitter-ის ოფიციალურ გვერდი წერს, რომ ავღანელმა ჯარისკაცმა NATO-ს ბაზაზე ამერიკელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა.
„სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა იმის შედეგად, რომ ავღანელმა ჯარისკაცმა ჰელმანდის პროვინციის ბაზაზე ცეცხლი გახსნა. ამერიკელ სამხედროებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.