logo_geo
eng_logo
ავღანელმა ჯარისკაცმა NATO-ს ბაზაზე ამერიკელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა
- +

19 მარტი. 2017. 21:04



NATO-ს ოპერაციის „გადამწყვეტი მხარდაჭერის" შტაბის twitter-ის ოფიციალურ გვერდი წერს, რომ ავღანელმა ჯარისკაცმა NATO-ს ბაზაზე ამერიკელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა.

 

„სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა იმის შედეგად, რომ ავღანელმა ჯარისკაცმა ჰელმანდის პროვინციის ბაზაზე ცეცხლი გახსნა. ამერიკელ სამხედროებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.


ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner