გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის მე-12 პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. ცერემონია ბელვიუს სასახლეში გაიმართა. მან იოაჰიმ გაუკისგან ქვეყნის პრეზიდენტობა ოფიციალურად გადაიბარა.
გაუკმა და მისმა მეუღლემ დანიელა შადტმა შტაინმაიერსა და ახალ პირველ ლედის ელკე ბიუდენბერდეს დღევანდელი დღე მიულოცეს.
გერმანიის ახალი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტად 12 თებერვალს აირჩიეს. 61 წლის შტაინმაიერის კანდიდატურა მისმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა, რომელსაც მხარი, ასევე, დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა და ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირმა.