logo_geo
eng_logo
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის მე-12 პრეზიდენტის მოვალების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
- +

19 მარტი. 2017. 21:10



გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის მე-12 პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. ცერემონია ბელვიუს სასახლეში გაიმართა. მან იოაჰიმ გაუკისგან ქვეყნის პრეზიდენტობა ოფიციალურად გადაიბარა.


გაუკმა და მისმა მეუღლემ დანიელა შადტმა შტაინმაიერსა და ახალ პირველ ლედის ელკე ბიუდენბერდეს დღევანდელი დღე მიულოცეს.


გერმანიის ახალი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტად 12 თებერვალს აირჩიეს. 61 წლის შტაინმაიერის კანდიდატურა მისმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა, რომელსაც მხარი, ასევე, დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა და ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner