logo_geo
eng_logo
მარტინ შულცი ანგელა მერკელის მეტოქე ოფიციალურად გახდა
- +

19 მარტი. 2017. 21:10



„დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ევროპარლამენტის ექს-პრეზიდენტი მარტინ შულცი ბუნდესტაგის სექტემბრისთვის დანიშნულ არჩევნებზე ანგელა მერკელის მეტოქე ოფიციალურად გახდა. შულცმა ბერლინში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე, საკუთარი კანდიდატურა გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოფიციალურად დაასახელა.


ამავდროულად, 61 წლის შულცი არჩეულია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ, რომელმაც ამ თანამდებობაზე ზიგმარ გაბრიელი შეცვალა.


„ვფიქრობ, ეს შედეგი დასაწყისი იქნება იმისა, რომ გერმანიის კანცლერის თანამდებობას დავიკავებ", - განაცხადა მარტინ შულცმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner