საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„წელს ქვეყანას, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით აქვს კარგი სტარტი ბევრი მიმართულებით და მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომ ეს ყველაფერი გამოჩნდეს და დადებითად აისახოს მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე", - წერს გაბუნია.