logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ეკა კვესიტაძე იმ სიმღერას მღერის, რომელიც სააკაშვილმა შეუკვეთა
- +

20 მარტი. 2017. 00:59



არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელი, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე „რეპორტიორთან" გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები" საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილსა და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.


„მინდა შევეხო გადაცემა „აქცენტებში" ზაქარია ქუცნაშვილსა და ეკა კვესიტაძის შორის დაპირისპირებას. ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, რადგან ცაიტნოტში აღმოჩნდა ქალბატონი ეკა კვესიტაძე, რომელიც იმ სიმღერას მღერის, რაც სააკაშვილმა შეუკვეთა.

 

„რუსთავი 2" არის ის საწამლავი, რომელიც ნელ-ნელა წამლავს ჩვენს საზოგადოებას. ვფიქრობ, „რუსთავი 2" უნდა დაუბრუნეს კანონიერ მფლობელს. ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტებმა კი, მხოლოდ სიმართლე უნდა თქვან", - განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner