ავტორი მარიამ პაიჭაძე
არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელმა, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ ჯამბულ გამცემლიძემ „რეპორტიორთან" ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. როგორც გამცემლიძემ აღნიშნა, ხელისუფლების რეაგირება დროული იყო.
„ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც გამოჰყვეს თათები და ამბობდნენ, რომ ხელისუფლების რეაგირება იყო დაგვიანებული. რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ოპოზიცია იმ წუთში მონახავს საბაბს იმისა, რომ ვიღაცა გააქილიკონ და ა.შ. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჩვენი სამართალდამცავები მოიქცნენ ძალიან კარგად, ვფიქრობ, რომ დროულად. როგორც ადამიანი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისათვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, მივესალმები მიტინგის ასეთი სახით დაშლასაც, მივესალმები ყველა იმ გონიერ ადამიანს, რომელმაც ასე უმსხვერპლოდ ჩაატარა ეს სპეცოპერაცია", - განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.