სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამუშაო ვიზიტით აშშ-ში, ვაშინგტონში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სუს-ის უფროსის შეხვედრები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრებზე დაგეგმილია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვა.