logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3 - მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით
- +

20 მარტი. 2017. 12:33


 

ბიზნეს-ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები" გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებულ შეფასებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.


პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს ბანკის „Doing Business 2017"-ის რეიტინგში არის მე-16 მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის. მისი თქმით, „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესი ხარჯავს ძალიან ცოტა თანხას და დროს, როდესაც ის ეხება ბიუროკრატიას. ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3 - მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით".


დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „ჰერითიჯის ფონდის" „ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგზე". აღნიშნულის თანახმად, საქართველო მე-13 ადგილზეა.   

 

„არ შემიძლია, არ შევეხო კორუფციის ინდექსს, რომლის მიხედვითაც „ტრეის მატრიქსის" გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენ მე-11 ადგილზე ვიყავით მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი შედეგები უკეთესი იქნება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner