საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური იმედს გამოთქვამს, რომ დაანონსებული ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები არ გავრცელდება. მისივე თქმით, ურთულესი თემაა ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
„ამაზე გუშინაც ისაუბრა ჩემმა მოადგილემ, ლევან იზორიამ. ურთულესი თემაა ეს არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. გავიხსენოთ, თუნდაც ბელგიის მაგალითი, თქვენ ყველამ იხილეთ, რაც მოხდა. ამაზე ვერავინ იტყვის, რომ გავრცელდება ან არ გავრცელდება. იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება ეს და არ გავრცელდება, თუმცა 100%-იანი დარწმუნებით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება. თუნდაც ეგ ან თუნდაც ტერორიზმისკენ მიდრეკილი ის კადრები, რაც აიტვირთა. თუკი გავრცელდა, გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეხმარებით. სპეციალური ჯგუფია შექმნილი, სადაც შსს არის, ჩვენც ვართ, რა თქმა უნდა, და მაქსიმალურს ვაკეთებთ, მაქსიმალური გავაკეთეთ. ასევე ჩართული გვყავს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, როგორიცაა ამერიკა, ბრიტანეთი. მათი პროფესიონალები ამ მიმართულებით და ყველა ნაბიჯი, შემიძლია თამამად ვთქვა, რაც გადაიდგა პირველივე დღიდან, იყო სწორად გადადგმული", - განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.